⁣⁡⁡⁡⁡⁡⁡⁡⁢⁢⁢⁢⁢⁡⁡⁤Legal

AML/KYC პოლიტიკა

⁣⁡⁡⁡⁡⁡⁡⁡⁢⁢⁢⁢⁢⁢⁡⁤How Cryptox LLC identifies its customers and checks compliance under the law and its internal policy.

⁣⁡⁡⁡⁡⁡⁡⁢⁡⁡⁡⁡⁢⁡⁡⁤Download PDF

⁣⁡⁡⁡⁡⁡⁡⁢⁡⁡⁡⁡⁡⁢⁢⁤Version of 3 October 2026

⁣⁡⁡⁡⁡⁡⁡⁢⁡⁡⁡⁡⁢⁡⁢⁤This document is available in Georgian only.

1. ზოგადი დებულებები

1.1. შპს “კრიპტოქს” ახორციელებს მომხმარებელთა იდენტიფიკაციისა და შესაბამისობის შემოწმებას მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა პოლიტიკის შესაბამისად.

1.2. მომხმარებლის მიერ მომსახურების მიღება შეიძლება დამოკიდებული იყოს შესაბამისი AML/KYC პროცედურების წარმატებით დასრულებაზე.

2. მომხმარებლის იდენტიფიკაცია

მომხმარებელს შესაძლოა მოეთხოვოს:

  • სახელი და გვარი
  • დაბადების თარიღი
  • მოქალაქეობა
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • საცხოვრებელი მისამართი
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • საქმიანობის შესახებ ინფორმაცია
  • სხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა მომხმარებლის იდენტიფიკაციისა და რისკის შეფასებისთვის

3. ინფორმაციის სისწორე

მომხმარებელი ადასტურებს, რომ მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტები არის:

  • სრული
  • ზუსტი
  • მოქმედი
  • სანდო

მომხმარებელი ვალდებულია კომპანიის მოთხოვნის შემთხვევაში განაახლოს ან დააზუსტოს აღნიშნული ინფორმაცია.

4. თანხის/აქტივის წარმომავლობა

კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობითა და შიდა პოლიტიკით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს ინფორმაცია:

  • თანხის წარმომავლობის შესახებ
  • ქონების წარმომავლობის შესახებ
  • მომხმარებლის საქმიანობის შესახებ
  • გარიგების მიზნის შესახებ
  • მოსალოდნელი ოპერაციების შესახებ

5. სანქციები და შესაბამისობის შემოწმება

მომხმარებელი თანახმაა, რომ კომპანია განახორციელებს კანონმდებლობითა და კომპანიის შესაბამისობის პოლიტიკით გათვალისწინებულ შემოწმებებს, მათ შორის შესაბამისობის, სანქციების და სხვა საჭირო screening პროცედურებს.

6. PEP და სხვა შესაბამისობის ინფორმაცია

მომხმარებელს შესაძლოა მოეთხოვოს ინფორმაცია მისი ან კანონით განსაზღვრული დაკავშირებული პირების შესაბამისი სტატუსის შესახებ.

7. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა

კომპანია უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები ან ინფორმაცია, თუ ეს საჭიროა მომხმარებლის ან ოპერაციის რისკის შეფასებისთვის.

8. ოპერაციის შეჩერება

თუ მომხმარებელი ვერ წარმოადგენს მოთხოვნილ ინფორმაციას ან დოკუმენტებს, კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობითა და შიდა პროცედურებით გათვალისწინებულ ფარგლებში:

  • შეაჩეროს ოპერაცია
  • შეზღუდოს მომსახურება
  • უარი თქვას კონკრეტული მომსახურების შესრულებაზე
  • მიიღოს სხვა შესაბამისი ზომა

9. ინფორმაციის შენახვა

მომხმარებლისა და ოპერაციების შესახებ ინფორმაცია ინახება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ან კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული ვადით.

10. მომხმარებლის დეკლარაცია

⁣⁡⁡⁡⁡⁡⁡⁢⁡⁡⁡⁢⁡⁢⁡⁤You confirm these when you create an account.

⁣⁡⁡⁡⁡⁡⁡⁢⁡⁡⁡⁢⁡⁢⁢⁤Create an account

⁣⁡⁡⁡⁡⁡⁡⁢⁡⁡⁡⁡⁢⁢⁡⁤Questions about this document: support@cryptox.ge

⁣⁡⁡⁡⁡⁡⁡⁡⁢⁢⁢⁢⁢⁡⁢⁤AML/KYC policy · Cryptox