⁣⁡⁡⁡⁡⁡⁡⁡⁢⁢⁢⁢⁢⁡⁡⁤Legal

მომხმარებლის წესები და პირობები

⁣⁡⁡⁡⁡⁡⁡⁢⁡⁡⁡⁡⁡⁡⁡⁤The rules for using www.cryptox.ge and the Cryptox platform and services.

⁣⁡⁡⁡⁡⁡⁡⁢⁡⁡⁡⁡⁢⁡⁡⁤Download PDF

⁣⁡⁡⁡⁡⁡⁡⁢⁡⁡⁡⁡⁡⁢⁢⁤Version of 3 October 2026

⁣⁡⁡⁡⁡⁡⁡⁢⁡⁡⁡⁡⁢⁡⁢⁤This document is available in Georgian only.

1. ზოგადი დებულებები

1.1. წინამდებარე გამოყენების ზოგადი პირობები („პირობები“) განსაზღვრავს შპს “კრიპტოქსის” („კომპანია“) მიერ [www.crtyptox.ge] („ვებსაიტი“) და მასთან დაკავშირებული ელექტრონული პლატფორმის/სერვისების გამოყენების წესებს.

1.2. ვებსაიტის გამოყენებით, ანგარიშის შექმნით, მომსახურების მოთხოვნით ან კონკრეტული ოპერაციის განხორციელებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე პირობებს და ეთანხმება მათ.

1.3. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება პირობებს, მას არ აქვს უფლება გამოიყენოს კომპანიის მომსახურება იმ მოცულობით, რომელიც პირობებზე თანხმობას მოითხოვს.

2. კომპანიის შესახებ ინფორმაცია

2.1. კომპანიის სრული დასახელება: შპს კრიპტოქსი

2.2. საიდენტიფიკაციო ნომერი: 431956582

2.3. იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ვერცხლის ქუჩა N1

2.4. ელექტრონული ფოსტა: support@cryptox.ge

2.5. ვებსაიტი: www.cryptox.ge

2.6. კომპანია მომხმარებელს მომსახურებას უწევს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომელშიც იგი უფლებამოსილია შესაბამისი მომსახურების განხორციელებაზე.

3. მომხმარებლის რეგისტრაცია

3.1. მომსახურების მისაღებად მომხმარებელს მოეთხოვება ანგარიშის შექმნა და იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურის გავლა.

3.2. მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისას მიუთითოს სრული, ზუსტი, აქტუალური და სანდო ინფორმაცია.

3.3. მომხმარებელს ეკრძალება სხვა პირის სახელით ანგარიშის შექმნა ან სხვისი იდენტიფიკაციის მონაცემების გამოყენება.

3.4. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ განაახლოს მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მისი ცვლილების შემთხვევაში.

4. ანგარიშის უსაფრთხოება

4.1. მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი ანგარიშის ავტორიზაციის მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვაზე.

4.2. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს კომპანიას ანგარიშზე უნებართვო წვდომის ან მისი ეჭვის შესახებ.

4.3. კომპანია უფლებამოსილია გამოიყენოს დამატებითი ავთენტიფიკაციისა და უსაფრთხოების მექანიზმები.

5. მომხმარებლის ძირითადი ვალდებულებები

მომხმარებელი ვალდებულია:

  • ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და წინამდებარე პირობები;
  • ბ) მიაწოდოს კომპანიას ზუსტი ინფორმაცია;
  • გ) არ გამოიყენოს პლატფორმა უკანონო საქმიანობისთვის;
  • დ) არ გამოიყენოს მომსახურება ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების, სანქციების გვერდის ავლის ან სხვა უკანონო მიზნებისთვის;
  • ე) არ გამოიყენოს მესამე პირის ანგარიში ან გადახდის საშუალება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე;
  • ვ) შეასრულოს კომპანიის მიერ დადგენილი AML/KYC და უსაფრთხოების მოთხოვნები.

6. აკრძალული საქმიანობები და შეზღუდვები

6.1. აკრძალულია პლატფორმის გამოყენება ნებისმიერი უკანონო საქმიანობისთვის.

6.2. კომპანია უფლებამოსილია შეზღუდოს ან არ დაუშვას მომსახურება იმ საქმიანობებთან, პირებთან, აქტივებთან ან იურისდიქციებთან მიმართებით, რომლებიც კომპანიის შიდა პოლიტიკით, რისკის შეფასებით ან მოქმედი კანონმდებლობით შეზღუდულია.

6.3. შესაბამისი შეზღუდვების ჩამონათვალი შესაძლოა შეიცვალოს რისკების, კანონმდებლობის ან კომპანიის შესაბამისობის პოლიტიკის ცვლილების შესაბამისად.

7. ანგარიშის შეჩერება და შეწყვეტა

7.1. კომპანია უფლებამოსილია დროებით შეაჩეროს ან შეზღუდოს ანგარიში/ოპერაცია, თუ:

  • ა) მომხმარებელი ვერ გადის AML/KYC პროცედურას;
  • ბ) წარმოდგენილი ინფორმაცია არასრული ან საეჭვოა;
  • გ) არსებობს შესაბამისობის ან უსაფრთხოების რისკი;
  • დ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი;
  • ე) საჭიროა დამატებითი შემოწმება ან ინფორმაციის მიღება.

7.2. კომპანია უფლებამოსილია შეწყვიტოს მომხმარებლის მომსახურება კანონმდებლობითა და წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ შემთხვებში

8. საკომისიოები და ხარჯები

8.1. მომსახურების შესაბამისი საკომისიოები და სხვა შესაძლო ხარჯები განისაზღვრება კომპანიის მიერ მოქმედი საფასო პირობების შესაბამისად.

8.2. მომხმარებელს შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება ოპერაციის განხორციელებამდე.

8.3. კონკრეტული კონვერტაციის ოპერაციისთვის მოქმედი საკომისიო და სხვა ხარჯები შეიძლება გამოჩნდეს უშუალოდ ოპერაციის დადასტურების გვერდზე.

9. პასუხისმგებლობა

9.1. მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორეზე.

9.2. კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის მიერ არასწორი მონაცემის, საფულის მისამართის ან სხვა რეკვიზიტის მითითებით.

9.3. კომპანიის პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

10. ინტელექტუალური საკუთრება

10.1. ვებსაიტის დიზაინი, პროგრამული უზრუნველყოფა, ტექსტები, ლოგოები, სავაჭრო ნიშნები და სხვა მასალა ეკუთვნის კომპანიას ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

10.2. მათი უნებართვო გამოყენება დაუშვებელია.

11. პირობების ცვლილება

11.1. კომპანია უფლებამოსილია, მომხამრებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე, განაახლოს/შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე პოლიტიკაში

11.2. განახლებული ვერსია განთავსდება ვებსაიტზე შესაბამისი თარიღის მითითებით.

11.3. არსებითი ცვლილებების შემთხვევაში მომხმარებელს მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცია კანონმდებლობითა და მომსახურების ბუნებით გათვალისწინებული ფორმით.

12. საჩივრები და მომხმარებელთან კომუნიკაცია

12.1. მომხმარებელს შეუძლია კომპანიას მიმართოს საჩივრით ან მოთხოვნით ელფოსტისა და კანონით გათვალისწინებული ფორმის საშუალებით.

12.2. საჩივრების განხილვა განხორციელდება კომპანიის შესაბამისი პროცედურისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

13. მოქმედი სამართალი

13.1. წინამდებარე პირობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

13.2. ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

14. მომხმარებლის თანხმობა

რეგისტრაციის/მომსახურების მიღებისას მომხმარებელს შეუძლია დაადასტუროს:

⁣⁡⁡⁡⁡⁡⁡⁢⁡⁡⁡⁢⁡⁢⁡⁤You confirm these when you create an account.

⁣⁡⁡⁡⁡⁡⁡⁢⁡⁡⁡⁢⁡⁢⁢⁤Create an account

⁣⁡⁡⁡⁡⁡⁡⁢⁡⁡⁡⁡⁢⁢⁡⁤Questions about this document: support@cryptox.ge

⁣⁡⁡⁡⁡⁡⁡⁡⁢⁢⁢⁢⁢⁢⁢⁤Terms and conditions · Cryptox